მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი გთავაზობთ საადვოკატო მომსახურეობის სრულ სპექტრს. სერვისები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- სისხლის სამართალი – ბრალდებულისა და მოწმის ინტერესების დაცვა გამოძიების პროცესში და სასამართლოში. მათ შორის, ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველ საქმეებში.
- სამოქალაქო სამართალი – მხარის კონსულტაცია, წარმომადგენლობა სასამართლოსა და არბიტრაჟში.
- სახელშეკრულებო სამართალი – ხელშეკრულების შედგენა, მხარის ინტერესების წარმოდგენა მისი დადებისა და შესრულებისას, წარმომადგენლობა სასამართლოსა და არბიტრაჟში.
- შრომის სამართალი – შრომითი შინაგანაწესისა და შრომითი ხელშეკრულებების შედგენა, წარმომადგენლობა სასამართლოსა და არბიტრაჟში.
- საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი – საქორწინო ხელშეკრულებების მომზადება, განქორწინებათან დაკავშირებულ საკითხებზე მხარის კონსულტაცია, წარმომადგენლობა სასამართლოში. მხარის კონსულტაცია და წარმომადგენლობა სასამართლოში მშობლის უფლების შეზღუდვასთან და შვილად აყვანასთან დაკავშირებულ საქმეებზე. წარმომადგენლობა სასამართლოში მემკვიდრეობით დავებთან დაკავშირებულ საქმეებზე.
- ინტელექტუალური სამართალი – საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და წარმომადგენლობა სასამართლოში.
- საკორპორაციო სამართალი – იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება და რეგისტრაცია, კონსულტაცია და წარმომადგენლობა რეორგანიზაციისას (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა), გარიგებათა მომზადება, მხარის ინტერებისების წარმოდგენა მისი დადებისა და შესრულებისას, წარმომადგენლობა პარტნიორთა კრებაზე, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.
- გადახდისუუნარობის საქმის წარმოება – კრედიტორის და მოვალის ინტერესების წარმოდგენა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას.
- ადმინისტრაციული სამართალი – ადმინისტრაციული სარჩელის და საჩივრის მომზადება, მხარის კონსულტაცია და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.
- საგადასახადო სამართლი – მხარის კონსულტაცია, წარმომადგენლობა სასამართლოში.