CvenTan gamarjveba cxovrebis wesia
ჩვენ შესახებ
მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისმა 2008 წლიდან დაიწყო საქმიანობა.
ცნობილი ქართველი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის ირგვლივ შემოკრებილი გუნდი ერთ-ერთი საუკეთესო, მაღალპროფესიონალი იურისტებით არის დაკომპლექტებული. კლიენტებზე ზრუნვა და იმის გააზრება, რომ კლიენტის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა საწყისი წლებიდანვე იყო ოფისის მთავარი ღირებულება. სწორედ ამიტომ 12 წლიანი ისტორიის და უამრავი პოზიტიური გამოცდილების შედეგად ჩვენი ორგანიზაცია ერთ-ერთი ლიდერია იურიდიულ სფეროში.
დღეს ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ იურიდიული მომსახურების სრულ სპექტრს. მათ შორის:
- სისხლის სამართალი
- სამოქალაქო
- ადმინისტრაციული
ჩვენ, ვემსახურებით ყველას, განურჩევლად შემოსავლისა თუ პოზიციებისა. ყველას, ვინც საჭიროებს ჩვენ დახმარებას.
M. Kublashvili

სისხლის სამართალი

ადმინისტრაციული სამართალი

სამოქალაქო სამართალი

გაიცანით ჩვენი გუნდის წევრები
ბლოგი

სამედიცინო მომსახურების პასუხისმგებლობის თავისებურებები
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ადამიანის საუკეთესო საჭიროებებისკენ არის მიმართული. ამისათვის კი არსებითად მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალმა გაითავისოს ეთიკური პრინციპები და შეისწავლოს სამედიცინო სამართალი სრულყოფილად. ჯანდაცვის (ჯანმრთელობის დაცვის) სამართლის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას. ასევე, მოქალაქეებისთვის – იცოდნენ თავიანთი უფლებები, რეგულაციები და გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი.ჯანდაცვის პროფესიონალების, ისევე როგორც ყოველი მოქალაქის, მოვალეობასა და ვალდებულებას […]

ჩვენი უმცროსი ადვოკატის – ანნა ლილუაშვილის ინტერვიუ ქალთა საკუთრების უფლებებზე
ანნა ლილუაშვილი საერთო სამართლის, ასევე არასრულწოვათა მართლმსაჯულებაში და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზირებული ახალგაზრდა ადვოკატია, საერთო სამართლის მაგისტრი და არბიტრთა ასოციაციის წევრი არბიტრი. ამჟამად საერთაშორისო მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „სითი ლუქსის“ მთავარი იურისტი და ბიურო „მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის“ ადვოკატია. საქართველოს კანონმდებლობით ქონების მიღების საკითხი სქესის ნიშნით არ განისაზღვრება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. რა სიტუაცია გვაქვს პრაქტიკაში? დიახ, საქართველოს კონსტიტუციით […]
კაილ რიტენჰაუსის გახმაურებული საქმე
17 წლის პოლიციის იუნკერს კაილ რიტენჰაუსს ბრალად ედებოდა 2020 წლის 25 აგვისტოს ვისკონსინის ქალაქ კენოშაში BLM და ANTIFA ჯგუფების მიერ მოწყობილი გამოსვლების დროს – 36 წლის ჯოზეფ როზენბაუმის და 26 წლის ენტონი ჰუბერის განზრახ მკვლელობა, 28 წლის გეიჯ გროსკრეიცის განზრახ მკვლელობის მცდელობა. მას ასევე ედავებოდნენ იარაღის უკანონო ფლობასა და კომენდანტის საათის დარღვევას. ამერიკის შეერთებულ შტატებში […]