როგორ შეცვალა COVID 19-მა სამართლის პრაქტიკა და როგორ უნდა იყოთ მზად სირთულეებისათვის
თანამედროვე მსოფლიოში ახალბედა ადვოკატების უმრავლესობისათვის პირველი სამუშაო დღე ძირითადად სახლში ფირმის მიერ მათ კართან დატოვებულ ლეპტოპებთან იწყება. იმ შემთხვევაშიც თუ თქვენ დისტანციური მუშაობა არ გიწევთ, პანდემიის მიერ ნაკარნახევი/მოთხოვნილი სოციალური დისტანცირება სრულიად განსხვავებულ გარემოს ახვედრებს ადვოკატების ახალ თაობას.
სანამ სოციალური დისტანცირება სამედიცინო და პროფესიონალური აუცილებლობა გახდებოდა, შედარებით ადვილი იყო დარბაზებში ხეტიალი იდეების კოლეგებთან ერთად განსახილველად, ან მომავალ კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება ლანჩისას და სხვა.
თუმცა, სადაც კრიზისია იქ შესაძლებლობაც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ხელის ჩამორთმევა შესაძლოა წარსულს ჩაბარდა, პირადი ურთერთობები ისევ ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც ადრე. დისტანცირების გათვალისწინებით თქვენ უნდა დაამყაროთ კონსტრუქციული ურთიერთობები თქვენს კოლეგებსა და პოტენციურ კლიენტებთან. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.
1. იყავი ხედვადი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ დისტანციურად მუშაობისას კოლეგები და კლიენტები გხედავდნენ თქვენ. ყველა სატელეფონო ზარი გადააქციეთ ვიდეოკონფერენციად. ნება დართეთ კლიენტებს არა მხოლოდ გისმინონ, არამედ გიყურონ კიდეც. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს ამ მარტივმა ჟესტმა თქვენს პროფესიულ ურთიერთობებზე.
2. იყავი ხელმისაწვდომი
ახალი პირობების გათვალისწინებით თქვენი კლიენტები მეტ მოქნილობასა და ყურადღებას მოითხოვენ თქვენგან (რადგან თქვენ აღარ გიწევთ საცობებში დგომა და ლანჩებზე გასვლა). თქვენს კლიენტებსაც მოუწიათ ადაპტირება ახალ გრაფიკებთან. მნიშვნელოვანია, რომ თქვენც მოერგოთ ცვლილებებს. თუმცა, აუცილებლად დაადგინეთ გონივრული საზღვრები, გამოყავით დრო პირადი საჭიროებებისათვის.
3. იყავი მოწადინებული
უმრავლესობისათვის სახლიდან მუშაობა რთულია. თქვენ უნდა მოახერხოთ ძაღლის ყეფისა და ბავშვის ტირილის ფონზე შეხვედრების ჩატარება და მნიშვნელოვანი საბუთების კითხვა. ყოველ ჩვენთაგანს ასე თუ ისე ეფანტება გონება სახლში მუშაობისას, რაც ართულებს და ხშირად ახანგრძლივებს სამუშაო დღეს. გახსოვდეთ, როდესაც ეს პერიოდი დამთავრდება, კლიენტებს ემახსოვრებათ ადვოკატები, რომლებიც დარჩნენ პოზიტიურები, მზად იყვნენ შესანიშნავი მომსახურება გაეწიათ და იყვნენ კონცენტრირებულნი.
4. იყავით ავთენტურები
COVID-19– მა შეცვალა ჩვენი მუშაობის წესი, მაგრამ მას არ შევუცვლივართ ჩვენ. ორგანული, მნიშვნელოვანი (შინაარსობრივი) ურთიერთობები წარმატებული კარიერის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ასეთი ურთიერთობები კი მხოლოდ მაშინ მყარდება, როდესაც თქვენ თქვენი ავთენტური თავის ერთგული რჩებით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი შთაბეჭდილება არა პირადად, არამედ ვირტუალურ შეხვედრისას მოახდინეთ. უბრალოდ, იყავი ის ვინც ხარ – ყველაფერი კარგად იქნება!
