რა უნდა ვიცოდეთ შრომითი უფლებების შესახებ
რა არის იმის მიზეზი რომ დასაქმებულის უფლებები ხშირ შემთხვევაში იზღუდება ან ირღვევა?
ჩვენი საოზოგადოება ნაკლებად იცნობს საკუთარ უფლებებს, მათ შორის, შრომითი მიმართულებით და შესაბამისად, ვერ იცავს მათ.
პრობლემის მოგვარების უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი გზაა მათთვის სამართლებრივი შინაარსის ინფორმაციის მიწოდება. ამ სტატიაში კი გაგაცნობთ დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს.
რა უნდა იცოდეთ სანამ მუშაობას დაიწყებთ?
მაშინ, როცა თქვენ სამსახურის მოძებნას დაიწყებთ, აუცილებელია, გასცეთ ინფორმაცია, რათა დამსაქმებელმა შეძლოს აღნიშნულ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე იწყებთ მუშაობას, კანონის თანახმად, დამსაქმებელმა უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია სამუშაოს, შრომის პირობების, შრომითი ურთიერთობისას მხარეთა უფლებრივი მდგომარეობის, შრომის ანაზღაურების (ხელფასის) შესახებ. თანამშრომლობასთან დაკავშირებული ვადებულებები და სხვა დეტალები ერთიანდება შრომით ხელშეკრულებაში. დამსაქმებელს დამატებით ეკისრება ვალდებულება, გაცნობოთ წერილობითი იქნება თუ ზეპირი შრომითი ხელშეკრულება.
რა ვადითა და ფორმით არის შესაძლებელი შრომითი ხელშეკრულების დადება?
შრომითი ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. . თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება.თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ დადების შედეგად გრძელდება და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.
როგორია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი?
თუ გსურთ როგორც დასაქმებულმა ხელშეკრულება შეწყვიტოთ, მაშინ თქვენ ვალდებული ხართ 30 დღით ადრე გააფრთხილოთ დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.
მაშინ, როცა ობიექტური საფუძვლის არსებობისას დამსაქმებლი წყვეტს შრომით ხელშეკრულებას, ის ვალდებულია, 30 დღით ადრე გაგაფრთხილოთ (წერილობითი შეტყობინება) და გადაგიხადოთ კომპენსაცია არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით 30 დღის ვადაში, ხოლო არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში კი არანაკლებ ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.