რა უნდა ვიცოდე თუ ერთ დღეს მოწმე აღმოვჩნდები
ჩვენ მოგიმზადეთ 3 კითხვა, რომელზე პასუხიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, რათა შეძლოთ თქვენი უფლებების დაცვა და გამოყენება იმ შემთხვევაში, თუკი მოწმე გახდებით.
შემიძლია თუ არა უარი ვთქვა გამოკითხვაზე?
შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი სასამართლოში დაკითხვა, მოსამართლის თანდასწრებით. თქვენ გაქვთ უფლება არ მისცეთ ჩვენება საკუთარი ან ახლო ნათესავის წინააღმდე. მისი მიზანია დაგიცვათ თვითბრალდებისგან. უმჯობესია მხოლოდ ადვოკატთან საუბრის შემდეგ უპასუხოთ სამართალდამცავთა კითხვებს. ყველაფერი რასაც იტყვით გამოყენებული იქნება სასამართლოზე, ამიტომ იყავით დაკვირვებული. თუ რამდენიმე კითხვაზე პასუხი უკვე გაცემული გაქვთ ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ საუბრის შეწყვეტა და საკუთარი თავის წინააღმდეგ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა.
რამდენ ხანს გრძელდება გამოკითხვა?
გამოკითხვა ნებაყოფლობითია, ამიტომ, სანამ თქვენ თანახმა ხართ ინფორმაციის მიწოდებაზე და პასუხობთ კითხვებს, გამოკითხვა გრძელდება, თუმცა, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, 22 საათზე უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მომდევნო დღეს.
დაშვებულია თუ არა არასრულწლოვნის გამოკითხვა?
არასრულწლოვნის გამოკითხვა დაშვებულია, თუმცა გარკვეული პირობების დაცვით. 16 წლამდე ასაკის მოწმის დაკითხვა აუცილებელია ჩატარდეს კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა სანდო პირის თანდასწრებით. 7 წლამდე ასაკის მოწმის გამომითხვა კი შეიძლება მშობლის ან მეურვის თანდასწრებით.