კაილ რიტენჰაუსის გახმაურებული საქმე
17 წლის პოლიციის იუნკერს კაილ რიტენჰაუსს ბრალად ედებოდა 2020 წლის 25 აგვისტოს ვისკონსინის ქალაქ კენოშაში BLM და ANTIFA ჯგუფების მიერ მოწყობილი გამოსვლების დროს – 36 წლის ჯოზეფ როზენბაუმის და 26 წლის ენტონი ჰუბერის განზრახ მკვლელობა, 28 წლის გეიჯ გროსკრეიცის განზრახ მკვლელობის მცდელობა. მას ასევე ედავებოდნენ იარაღის უკანონო ფლობასა და კომენდანტის საათის დარღვევას.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კარლ რიტენჰაუსის საქმე საზოგადოების და მედიის ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. ინტენსიურად მიმდინარეობდა დებატები რასობრივ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. 2021 წლის 1 ნოემბერს გაიმართა სასამართლო პროცესი და რიტენჰაუსის საქმე განიხილებოდა. მასში მონაწილეობდნენ მოსამართლე ბრიუს შროდერი და 12 ნაფიცი მსაჯული, რომელთა რასობრივი შემადგენლობა სასამართლომ არ გაამჟღავნა. კაილ რიტენჰაუსი ამტკიცებდა, რომ ის მხოლოდ თავს იცავდა თავდამსხმელებისგან, ხოლო ბრალდების მხარე – პროკურორი მას ედავებოდა განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობას. დადგენილია, რომ კაილმა გასროლა განახორციელა AR-ის ნახევრად ავტომატური იარაღით და ამ გასროლას ემსხვერპლა ორი ადამიანი, ხოლო ერთი მძიმედ დაშავდა.
ნაფიცი მსაჯულები ოთხი დღის განმავლობაში განიხილავდნენ ხომ არ მოქმედებდა კაილი თავდაცვის ფარგლებში? დაცვის მხარემ გააბათილა ყველა მტკიცება, მეტიც ბრალდების მხარის ზოგიერთი მოწმე ადასტურებდა რომ კაილი თავს იცავდა. 2 კვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად გამოიტანა ვერდიქტი და 18 წლის კაილ რიტენჰაუსი ბრალდების ყველა პუნქტში უდანაშაულოდ ცნო. კაილი განაჩენის გამოცხადების დროს ტიროდა.
კაილ რიტენჰაუსის ადვოკატმა მარკ რიჩარდსმა ამ უკანასკნელის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ მას გაუჩნდა მადლიერების უზარმაზარი გრძნობა, იმის გამო,რაც ნაფიცმამსაჯულება გააკეთეს. განაჩენმა ბევრიც აღაფრთოვანა, ბევრსაც კი იმედი გაუცრუა. მაგალითად, სამოქალაქო უფლებების დამცველმა განაცხადა, რომ ეს განაჩენი ეჭვქვეშ აყენებდა იმ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც აპროტესტებენ შავკანიანი ამერიკელების უფლებების დაცვას. ამერიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა და წინამორბედმა განაცხადეს, რომ ეს არის განაჩენი და ვალდებულები ვართ მოგვწონს თუ არ მივიღოთ ის. კენოშას ოლქის პროკურორმა თქვა, რომ ის პატივს სცემს ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას და მოუწოდა საზოგადოებას მშვიდობიანად მიეღოთ განაჩენი, რაც მთავარია, არ მიემართათ ძალადობისთვის. კაილის მხარდამჭერებმა მისი დაცვისთვის ორ მილიონ დოლარზე მეტი გაიღეს.