5 რამ, რაც სასამართლოში თქვენს პირველ გამოჩენამდე უნდა გააკეთოთ
ბევრისთვის სასამართლოში პირველი გამოცხადება დამაბნეველი და შიშის მომგვრელია. ამ არაკომფორტული გარემოებების მოსახსნელად დაგეხმარებათ ის მარტივი რჩევები, რომელთა გათვალისწინებასაც ვურჩევდით ყველას, ვინც პირველად შეაღებს სასამართლო დარბაზის კარს. პირველი სასამართლო სხდომის შემდეგ თქვენ უკეთ გეცოდინებათ, რას უნდა ელოდოთ პროცესის განმავლობაში, მაგრამ მანამდე არსებული გაურკვევლობა შეიძლება საკმაოდ სტრესული აღმოჩნდეს თქვენთვის. მიუხედავად ამისა, თუ გაითვალისწინებთ ქვემოთ მოცემულ ჩვენს რჩევებს, ეს ბევრად გაგიადვილებთ სასამართლოში თქვენს პირველ ვიზიტს.
იყავით ორგანიზებული. თქვენ მაქსიმალურად მზად უნდა იყოთ თქვენი პირველი პროცესისთვის. ყველაფრის წინასწარ მოწესრიგება დაგეხმარებათ იმის უზრუნველყოფაში, რომ არაფერი გამოგრჩეთ. დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი საბუთი და დოკუმენტაცია წესრიგშია. თუ თქვენ სასამართლოში ადვოკატი წარმოგადგენთ, გაესაუბრეთ მას და დარწმუნდით, რომ მას მზად აქვს ყველა საჭირო საბუთი, რაც შეიძლება დაგჭირდეთ პროცესზე.
ეწვიეთ სასამართლოს. თქვენს პირველ სასამართლო სხდომამდე ერთხელ მაინც ეწვიეთ სასამართლოს. შეისწავლეთ მარშრუტი, რომლითაც უნდა მიხვიდეთ იქ, რომ არ დაკარგოთ დრო და თავიდან აირიდოთ საცობები. თუ შესაძლებელია, შედით სასამართლო დარბაზში, დაესწარით პროცესს და დააკვირდით როგორ იქცევიან ადამიანები. ეს მოგამზადებთ იმისთვის, თუ რას უნდა ელოდოთ ამ გარემოში თქვენი პირველი სასამართლო სხდომის დროს.
დაგეგმეთ თქვენი სამოსი. თქვენი პირველი გამოჩენა სასამართლოში მნიშვნელოვანია. თუ თქვენ მანამდე ერთხელ უკვე ეწვიეთ სასამართლოს დარბაზს შეიძლება უკვე გქონდეთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ატარებენ სხვები და ეს დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, რა ჩაიცვათ. ჩაიცვით ისე, როგორც გასაუბრებაზე ან ოფიციალურ საქმიან შეხვედრაზე. ნეიტრალური ტონები და ტრადიციული ჰემლაინები არის ის, რისკენაც უნდა ისწრაფვოდეთ. ტანსაცმლის გარდა სხვა დეტალებიც მნიშვნელოვანია: თქვენი თმის ვარცხნილობა, აქსესუარები, ფეხსაცმელი და მაკიაჟი. პროფესიონალური, მაგრამ კონსერვატიული იმიჯი იქნება ის, რისკენაც უნდა ისწრაფვოდეთ. მაგრამ, ნუ ჩაიცვამთ ისე, რომ თავი არასასიამოვნოდ და არაკომფორტულად იგრძნოთ.
დაგეგმეთ თქვენი დღე. თუ თქვენ არ გსურთ რაიმემ ხელი შეუშალოს სასამართლოში თქვენს პირველ გამოსვლას, მნიშვნელოვანია, დღე შესაბამისად დაგეგმოთ. მიდით სასამართლოს შენობაში ადრე. არ ჩანიშნოთ სხვა საქმეები არც პროცესის დაწყებამდე არც მის შემდეგ, რადგან თქვენ არ იცით რამდენ ხანს გაგრძელდება პროცესი ან როგორ იგრძნობთ თავს სხდომის შემდგომ. თუ თქვენ გიწევთ მუშაობა სასამართლოში გამოცხადების დღეს, მოითხოვეთ დეი ოფი. თქვენ სრულად უნდა იყოთ კონცენტრირებულები თქვენს პროცესზე.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შეიძლება ნერვიულობდეთ თქვენი პირველი სასამართლო პროსესის გამო, მაგრამ მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სიმშვიდე. წინასწარ გაეცანით სასამართლოს ეტიკეტის წესებს და გაესაუბრეთ თქვენს ადვოკატს. როდესაც საბოლოოდ შეხვალთ სასამართლო დარბაზში მნიშვნელოვანია იყოთ თავშეკავებული. ნუ შეაწყვეტინებთ მოსამართლეს სიტყვას, არ შეხვიდეთ მწვავე კამათში მოწინააღმდეგე მხარესთან. თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი პირველი სასამართლოს შედეგით, გაესაუბრეთ ადვოკატს თქვენს შემდგომ ნაბიჯებზე.
სასამართლოს წინაშე პირველი გამოსვლა შეიძლება სტრესული იყოს თქვენთვის, მაგრამ პროცესისთვის წინასწარ მომზადება საქმეს გაგიმარტივებთ.