
გაიცანით ჩვენი გუნდის წევრი – ანა ხარაიშვილი ანა არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. წარჩინებით აქვს დამთავრებული მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის საფეხური ამავე უნივერსიტეტში. მას აქვს მუშაობის 12 წლიანი სტაჟი, როგორც აკადემიური, ასევე იურიდიული პრაქტიკის კუთხით. 2014 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო 2019 წლიდან პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი. 10 წელზე მეტია ანა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკუკტეტის სამაგისტრო კლინიკების დირექტორი და არაერთი კლინიკის ხელმძღვანელი. სხვადასხვა პერიოდში ანა იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. აქვს ფართო გამოცდილება იურიდიული კონსულტანციის კუთხით სხვადასხვა ორგანიზაციაში. გამოცემული აქვს არაერთი ნაშრომი და სახელმძღვანელო. გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი და მიღებული აქვს არაერთი სერტიფიკატი; ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.